ავღანელი ქალი შარბატ გულა, რომლის ფოტოსურათიც 1985 წლის ივნისში ჟურნალ National Geographic-ის ყდაზე გამოჩნდა, თანამემამულეებთან ერთად სამშობლოდან იტალიაში ლტოლვილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაიყვანეს.
იტალიის პრემიერ–მინისტრის აპარატის განცხადებით, ქალის ევაკუაცია მსოფლიო საზოგადოებამ და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა მოითხოვეს.
