მადონა Instagram-ის ცენზურას აკრიტიკებს

184

სოციალურმა ქსელმა Instagram მუსიკოს მადონას ფოტოსესიის სურათები წაშალა. მომღერალი აცხადებს, რომ აღშფოთებულია ცენზურის გამო.

“კვლავ ვაქვეყნებ ჩემს სურათს, რომელიც ინსტაგრამმა გაფრთხილების გარეშე წაშალა. ჩემს SMM-მენეჯერს აცნობენ, რომ მიზეზი ჩემი შიშველი მკერდია. კვლავ მაოცებს,რომ იმ მსოფლიოში ვცხოვრობთ, რომელიც მზადაა აჩვენოს ქალის სხეულის ნებისმიერი ნაწილი, მკერდის გარდა. ნუთუ ეს ქალის ანატომიის ერთადერთი ნაწილია, რომელიც შესაძლოა სექსუალური იყოს!”, – აცხადებს მადონა.