მამაკაცი მუზეუმიდან ექსპონატებს 40 წლის განმავლობაში იპარავდა

163

78 წლის ტომას გევინი მუზეუმიდან მოპარული თოფის გაყიდვის მცდელობის დროს დააკავეს და მას პატიმრობა უკვე შეეფარდა. მამაკაცმა აღიარა, რომ 1971 წელს ველი–ფოჯის ეროვნული პარკის მუზეუმიდან მოიპარა იარაღი, რომელიც ოსტატის მიერ 1775 წელს დამზადდა.

იარაღი Christian Oerter rifle 175 ათას დოლარადაა შეფასებული. გევინმა ასევე აღიარა, რომ ათობით ნივთი მოიპარა 1960–1970წწ. მისივე განცხადებით, ის დანაშაულს საკუთარი კოლექციის გასამდიდრებლად ჩადიოდა.

“მუზეუმიდან არტეფაქტის, ამერიკის ისტორიის ნაწილის მოპარვა სერიოზული ფედერალური დანაშალია. 40 წლის შემდეგ სამართალი მაინც აღდგა”, – განაცხადა აშშ–ის პროკურორის ჯენიფერ არბიტიე უილიამსის განცხადებაში.