თურქეთში რომაელი ჯარისკაცის ნიღაბი აღმოაჩინეს

202

თურქეთის უძველეს ქალაქ ადრიანოპოლისში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, მეცნიერებმა რკინის ნიღაბი აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 1800 წელია. ექსპერტების თქმით, ნივთი რომაელ ჯარისკაცს ეკუთვნოდა.

“აქ სხვადასხვა ნივთები ვიპოვეთ, მათ შორის ნიღაბიც, რომლის მსგავსსაც 2000 წლის წინ რომაელი კავალერისტები ატარებდნენ. სავარაუდოა, რომ რომის იმპერიას აქ სამხედრო ბაზა ჰქონდა, რათა აღმოსავლეთიდან და შავი ზღვის მხრიდან შემოსევები თავიდან აეცილებინა”, – აცხადებს არქეოლოგი ერსინ ჩელიკბაში.