კიანუ რივზის თქმით ის ვაინონა რაიდერთან ქორწინებაშია

32

ჰოლივუდის მსახიობი კიანუ რივზი თვლის, რომ 30 წლის წინ, ფილმ “დრაკულას” გადაღებების დროს მან ვაინონა რაიდერზე იქორწინა, რადგანაც რიტუალი ნამდვილმა მღვდელმა ჩაატარა.

“ჯვრისწერის ცერემონიას ნამდვილი მღვდელი ატარებდა. ვაინონაც ამბობს, რომ ქორწინებაში ვართ. კოპოლაც ამავე აზრზეა. ამიტომ ვთვლი, რომ ღვთის წინაშე ცოლ–ქმარი ვართ”, – ამბობს რივზი.