არქეოლოგებმა უძველესი სამკაული აღმოაჩინეს

99

მაროკოში არქეოლოგებმა მსოფლიოში უძველესი მძივი აღმოაჩინეს. სამკაული მოლუსკებისგან Columbella rustica და Tritia gibbosula არის აწყობილი. სპეციალისტების აზრით, მძივი მინიმუმ 142 000 წლისაა.

არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ნიჟარებში არსებული ნახვრეტები სპეციალურად იყო დამუშავებული მძივის ასაწყობად. მეცნიერების აზრით, სამკაული მფლობელის სოციალურ სტატუსს უსვამდა ხაზს.