პლანეტის უხუცესი მაცხოვრებელი გარდაიცვალა

37

ფილიპინელი ფრანცისკა სუსანო 124 წლის ასაკში გარდაიცვალა. CNN-ის ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. როგორც ქალაქ კაბანკალანას მერიაში აცხადებენ, სუსანოს უხუცესი მაცხოვრებლის სტატუსი გინესის რეკორდების წიგნშიცაა მოხვედრილი.

ფრანცისკა სუსანო 1897 წლის 11 სექტემბერს დაიბადა. მას 14 შვილი ჰყავდა, რომელთაგანაც რვა ჯერ კიდევ ცოცხალია.