მსოფლიოს უძველეს დასახლებაში სკოლა აღმოაჩინეს

36

თურქეთის რაიონ ჰარანში, მსოფლიოს ერთ–ერთი უძველესი დასახლების ტერიტორიაზე მიმდინარე არქოლოგიური გათხრების დროს, სპეციალისტებმა XII საუკუნის მედრესეს კვალი აღმოაჩინეს.

როგორც მისიის ხელმძღვანელი, პროფესორი მეჰმეტ ონალი ამბობს, სამუშაოები 8 წელია მიმდნარეობს.

“გათხრების დროს მედრესე ვიპოვეთ, რომელიც ზანგიდების მართვის პერიოდისაა. აქამდე ვიცოდით, რომ ჰარანში ხუთი სკოლა იყო, თუმცა პირველად მივაკვლიეთ დაწესებულების კვალს”, – აცხადებს ონალი.