Dior-მა ჩინეთს ბოდიში მოუხადა

56

მოდის ფრანგული სახლი Christian Dior აცხადებს, რომ “პატივისცემით ეპყრობა ჩინელი ხალხის გრძნობებს”. ჩინეთის მოსახლეობა აღაშფოთა შანხაიში მიმდინარე გამოფენაზე წარმოდგენილმა ფოტოსურათმა. აღსანიშნავია, რომ კრიტიკული კომენტარების შემდეგ მოდის სახლმა ფოტოსურათი ვებ–საიტიდან წაშალა და გამოფენიდანაც მოხსნა.

“Dior-ი, როგორც ყოველთვის პატივისცემით ეპყრობა ჩინელი ხალხის გრძნობებს, მკაცრად იცავს ჩინეთის კანონმდებლობას და თანამშრომლობს შესაბამის დეპარტამენტებთან, რათა ყოველი ნამუშევარი გამოფენამდე შემოწმდეს. თუ რაიმე სახის გაუგებრობა მოხდა, მუდამ მზად ვართ შენიშვნები მოვისმინოთ, შემდეგ კი შეცდომა გამოვასწოროთ”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.