საშობაო აღლუმი ტრაგედიით დასრულდა

447

შტატ უისკონსინში გამართული საშობაო აღლუმის დროს ხალხში შევარდნილმა მანქანამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო ათობით მოქალაქე დაშავდა. როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, მსხვერპლს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

ქალაქ უოკეშოში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაკავებულია ერთი ადამიანი, თუმცა არსად ფიქსირდება არის თუ არა ის ავტომობილის მძღოლი, რომელიც ხალხს თავს დაესხა.