SpaceX–ისა და Tesla–ს დამფუძნებელი ილონ მასკი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტებთან გამართულ შეხვედრას შვილთან ერთად დაესწრო.
ბიჭი სახელად X Æ A-12 მონაწილეებს მიესალმა, რის შემდეგაც ბავშვი ოთახიდან გაიყვანეს. ის ილონ მასკის მეექვსე შვილია, რომელიც 2020 წლის 4 მაისს მას მომღერალ გრაიმსთან ეყოლა.