ვენესუელაში რეკორდული კონცერტი ჩატარდა

164

ვენესუელამ გინესის ახალი რეკორდი დაამყარა – 12 ათასზე მეტი შემსრულებლის მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.

“დღეს ვენესუელა გინესის რეკორდს ამყარებს კონცერტით, რომელშიც მონაწილეობა ყველაზე დიდმა სიმფონიურმა ორკესტრმა მიიღო. აქამდე რეკორდი რუსეთს ეკუთვნოდა. თუ რუსეთი ორკესტრის მონაწილეების რაოდენობას გააორმაგებს, ჩვენც იმავეს ვიზამთ” , –განაცხადა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ.