შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო ფესტივალზე ქართულმა სპექტაკლმა ,,ფიროსმანი“ ჯილდო მიიღო

241

ეგვიპტეში, ქალაქ შარმ-ელ-შეიხის კულტურის სასახლეში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე  საქართველო წარადგინა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა თოჯინური სპექტაკლით „ფიროსმანი“. თექვსმეტი ქვეყნის თეატრალურ დასს შორის ქართულმა სპექტაკლმა ,,ფიროსმანი“ ჯილდო საუკეთესო სცენოგრაფიისთვის მიიღო.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში “საქართველოში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალსა” და “შარმ ელ-შეიხის თეატრალურ ფესტივალს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს შარმ-ელ შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრეზიდენტმა მაზენ ალ-ღარბავიმ და ფოთის თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ. ინფორმააციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.