ამერიკის შტატ ტენესის ქალაქ მემფისში 36 წლის რეპერი Young Dolph მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, 17 ნოემბერს მუსიკოსი ორცხობილის საყიდლად საცხობში შევიდა. ამ დროს მანქანიდან გასროლა განხორციელდა.
Young Dolph ცნობილია საქველმოქმედო საქმიანობით: ის მადლიერების დღეს ხალხს მანქანებს ჩუქნიდა, ასევე სწირავდა ფულს სკოლებს.