ბრიტნი სპირსი საკუთარ ინსტაგრამ გამომწერებს ახალი ცხოვრების შესახებ დეტალებს უზიარებს

421

როგორც იცით 14 წლიანი მეურვეობის შემდეგ ბრიტნი თავისუფალია! ის ინსტაგრამის სთორებში საკუთარ ახალ ცხოვრებაზე საუბრობს და ისეთ დეტალებზეც კი აღფრთოვანებას გამოხატავას, როგორიცაა საკუთარი სანთლის ყიდვა.

“ყოველი დღით უზომოდ მადლიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება, ჩემი მანქანის გასაღები თან მქონდეს და თავი დამოუკიდებელ ქალად ვიგრძნო; მიხარია, რომ შემიძლია საკრედიტო ბარათის გამოყენება, [დიდი ხნის შემდეგ] პირველად ვხედავ ნაღდ ფულს და მაქვს შესაძლებლობა, სანთლები ვიყიდო”, — ამბობს ის ვიდეოში.

“ეს წვრილმანი რაღაცებია, მაგრამ მაინც დიდი მნიშვნელობის მქონე და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.”, — დასძინა მომღერალმა.