მხატვარი ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა

224

ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა.

ლევან ცუცქირიძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში, 1959 წელს. ამის შემდეგ მისი პერსონალური გამოფენები სხვა და სხვა დროს მოეწყო თბილისში, მოსკოვში, აგრეთვე, გერმანიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში, იუგოსლავიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. გოეთეს „ფაუსტის“ მიხედვით შექმნილი მისი ნამუშევრები გამოფენილია ვაიმარში (გერმანია), გოეთეს სახლ-მუზეუმში. მ

საბავშვო წიგნის საუკეთესო გაფორმებისთვის მიღებული აქვს ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომი. 2016 წლის 12 იანვარს ლევან ცუცქირიძეს, 90 წლის იუბილეზე, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნების ქურუმის წოდება გადაეცა.