Xbox და Gucci ერთობლივ კოლექციას წარმოადგენენ

108

სათამაშო კონსოლის Xbox-ის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კომპანია Microsoft–ი მოდის სახლ Gucci-ისთან ერთობლივი კოლექციის შესაქმნელად გაერთიანდა.

ასი კომპლექტი ლიმიტირებული კონსოლი Xbox Series X, რომელიც Gucci-ის მონოგრამითაა შემკული, გაყიდვაში 2021 წლის 17 ნოემბერს გამოვა. მისი ფასი 10 000 დოლარი იქნება და შეძენა Gucci-ს მაღაზიებსა და საიტზე იქნება შესაძლებელი.