ეგვიპტეს მორიელები შეესივნენ

110

ეგვიპტის დასავლეთ რეგიონში, პროვინცია ასუანში მორიელებმა სამი ადამიანი იმსხვერპლეს, ხოლო 500–ზე მეტი მკურნალობას გადის. მორიელების შემოსევა ამინდის გაუარესებას უკავშირდება. უდაბნოს რეგიონში კოკისპირულმა წვიმამ და სეტყვამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ასევე ჩამოვარდა ხეები, რომლებმაც თავის მხრივ მორიელების ბუდეები დაანგრიეს.

ფეხსახსრიანებთან საბრძოლველად ქვეყნის ყველა წერტილიდან ექიმები იკრიბებიან, რის გამოც ეგვიპტეში ვაქცინაციის პროცესიც კი შეფერხდა.

აღსანიშნავია, რომ ასუანის პროვინციაში მცხოვრები ჯიში Androctonus crassicauda მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე შხამიან მორიელად ითვლება, რომელსაც ერთ საათში რამდენიმე ადამიანის მოკვლა შეუძლია.