Sex and the City-ის ახალი სეზონის პირველი თიზერი გამოქვეყნდა

86

უკვე დიდი ხანია საკულტო სერიალის ახალ სეზონს And just like that-ს ველოდებით. პაპარაცებმა რამდენიმე ფოტოთიც გაგვანებივრეს, თუმცა ამჯერად ოფიციალური თიზერის ნახვა შეგვიძლია.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში სამანტას როლის შემსრულებელი კიმ კატრალი თავისივე სურვილით აღარ იქნება. ხოლო რაც შეეხებათ დანარჩენ გმირებს ისინი მოგვიყვებიან თუ როგორია ცხოვრება 50 წლის შემდეგ. სერიალის პრემიერა 9 დეკემბერს შედგება.