საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერის დევიდ კომას დახვეწილი დიზაინითა და ორიგინალური სტილით შექმნილი სამოსი არაერთხელ მოირგეს მსოფლიო დონის ისეთმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან ლედი გაგა, ბიონსე, ჯიჯი ჰადიდი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯენიფერ ლოპეზი და სხვები.
ამჯერად მის შექმნილ ტანისსამოსში ცნობილი მოდელი ვინი ჰარლოუ გამოჩნდა. მან დიზაინერის 2022 წლის კოლექციის კაბა MTV EMA-ის წითელ ხალიჩაზე მოირგო.


