„ცირკუს-მირკუსი“ – ჯგუფი 2022 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

242

ჯგუფი „ცირკუს-მირკუსი“ 2022 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პირველი არხის სამხატვრო საბჭომ და მუსიკალურმა პროდიუსერებმა ერთობლივად მიიღეს.

„ცირკუს-მირკუსის“ჯგუფის Youtube არხზე გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ ეს არის მოძრაობა, რომელიც ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს აერთიანებს. მათიმიზანია შექმნან აქამდე არნახული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება. ფილოსოფიის ქვაკუთხედი კი მდგომარეობს მუსიკალური ჩარჩოების სრულ უგულებელყოფაში.

ცნობისთვის, ევროფესტივალი 2022 იტალიის ქალაქ ტურინში ჩატარდება. ნახევარფინალები 10 და 12 მაისს, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.