Asia Pacific Screen Awards-ზე ქართველი კინემატოგრაფისტები დააჯილდოეს

111

ავსტრალიაში Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ონლაინ გაიმართა. სადაც, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაზე ორი ქართველი არტისტი მერაბ ნინიძე და ლევან თედიაშვილი (ფილმი “მეოთხე ბრაიტონი”, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი) იყოწარდგენილი. მათგან ჯილდო მერაბ ნინიძეს გადაეცა. ქართველმა მსახიობმა, ალექსეი გერმანის (უმცროსის) ფილმში House Arrest-ში მთავარი როლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიის მსვლელობისას რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა APSA Academy Film Fund-ის გრანტი მიიღო, მისი მომავალი ფილმის პროექტისთვის – Historia. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.