ილონ მასკმა Tesla-ს აქციები გაყიდა

244

კომპანია Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა 5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.

კომპანიამ სოციალურ ქსელში გამოკითხვა აწარმოა და მომხმარებლებს ჰკითხა, ღირდა თუ არა აქციების 10%–ის გაყიდვა. მასკმა პირობა დადო, რომ გამოკითხულთა აზრს გაითვალისწინებდა. უმრავლესობამ მხარი აქციების გაყიდვას დაუჭირა.