კინოს სახლში კინოჩვენებები 17 ნოემბრიდან განახლდება

239

Cinexpress საქართველოს კინოაკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, კინოჩვენებებს 17 ნოემრიდან განაახლებს. ჩვენებები ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე, კინოს სახლში გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს კინოაკადემია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე,  კინოჩვენებებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება. დეტალური ინფორმაციაკი მოგვიანებით გახდება ცნობილი.