მარი ანტუანეტის სამაჯურები აუქციონზე გაიყიდა

199

ბრილიანტის უნიკალური სამაჯურები, რომლებიც საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტს ეკუთვნოდა, აუქციონ Christie’s-ზე 7,5 მილიონ (8 მილიონი დოლარი) ფრანკად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ პირველყოფილი სახე მხოლოდ ამ სამაჯურებმა შეინარჩუნეს. ესპერტების დასკვნით, ქვების ხარისხი და რაოდენობა ხელუხლებელია.