ბილი აილიში საკუთარ სუნამოს უშვებს

274

19 წლის ასაკში კაშკაშა ვარსკვლავმა ბილი აილიშმა მუსიკოსობა, მომღერლობა და სიღერების წერა არ იკმარა და სუნამოს გამოშვება გადაწყვიტა. სუნამო სახელწოდებით Eilish გაყიდვაში 10 ნოემბერს გამოვა.

“ძალიან აღელვებული ვარ, მიხარია, რომ საბოლოოდ გიზიარებთ ჩემს სადებიუტო სუნამოს “Eilish”. ეს არის სურნელი, რომელსაც წლების განმავლობაში ვეძებდი. ეს არის ჩემი საყვარელი სუნი მთელს მსოფლიოში. ზოგადად, სუნამოები ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრებისა და არსებობის უზარმაზარი ნაწილი, ყოველთვის ოცნებად მქონდა საკუთარი სურნელის შექმნა და იდეების რეალიზება. ერთი სული მაქვს Eilish თქვენს ხელებში როდის მოხვდება.”- ამბობს ინტერვიუში ბილი აილიში.