კიმბალ მასკმა Tesla-ს 109 000 000 დოლარის აქციები გაყიდა

232

ელონ მასკის ძმა კიმბალი კულინარიულ სკოლაში სწავლობდა და საბოლოოდ 49 წლის ასაკში ბრუკლინელ მეწარმედ ჩამოყალიბდა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ის დაახლოებით $950 მილიონის ღირებულების აქტივებს ფლობს. ის Kitchen Restaurant Group-ის აღმასრულებელი დირექტორი და Square Roots Urban Growers-ის თანადამფუძნებელია.

2004 წლის აპრილიდან კიმბალ მასკი Tesla-ს საბჭოს წევრია. ის ასევე არის SpaceX-ის დირექტორი. კიმბალი ასევე Tesla-ს გამგეობის წევრია და 5 ნოემბერს მანდ JPMOrgan-ის მეშვეობით 88,500 აქცია გაყიდა რისი ღირებულებაც 109 მილიონ დოლარს შეადგენს. Tesla-ს დირექტორმა, ელონ მასკმა გასულ კვირას Twitter-ის მეშვეობით გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაერკვია მხარს უჭერდნენ თუ არა მომხმარებლები კომპანიის აქციების გაყიდვის იდეას. მისი მიმდევრების 58%-მა გადაწყვიტა, რომ მილიარდერმა ელექტრომობილების მწარმოებელში უნდა გაყიდოს თავისი წილის 10%, რაც დაახლოებით $21 მილიარდად ფასდება.

თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოითქვა ვარაუდი, რომ მასკი აქციებს პირადი ვალის დასაფარად ყიდდა, Tesla-ს აქციები თითქმის 12%-ით დაეცა. მარტის შემდეგ, ეს კომპანიის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.