ცნობილ ქართულ რომანზე “შაშვი შაშვი მაყვალი” ფილმს გადაიღებენ

250

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი თამთა მელაშვილის წიგნი “შაშვი შაშვი მაყვალი”-ა. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია რომ სწორედ ამ წიგნზე რეჟისორი ელენე ნავერიანი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას აპირებს.

“როცა [რომანი] წავიკითხე, წარმოვიდგინე, როგორი შთამბეჭდავი, გამაძლიერებელი და წინააღმდეგობრივი იქნებოდა ამ ისტორიის ეკრანზე ხილვა”, — განუცხადა ელენე ნავერიანმა ამერიკულ გამოცემა Variety-ს.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება გადაღებებისთვის მზადება რადგან გუნდი დაფინანსების მოლოდინშია.