Placebo ახალ კლიპს აქვეყნებს

293

ჯგუფმა Placebo-მ კომპოზიცია “Surrounded By Spies” წარმოადგინა. როგორც ჯგუფის ფრონტმენმა ბრაიან მოლკომ განაცხადა, ტრეკი მას შემდეგ დაწერა, რაც აღმოაჩინა, რომ მეზობლები მას უთვალთვალებდნენ.

“დავფიქრდი იმ უამრავ საშუალებაზე, რომელთა დახმარებითაც არღვევენ პირად სივრცეს. მათ შორისაა, სათვალთვალო კამერები, ინტერნეტი და სმარტფონები”, – აცხადებს მუსიკოსი.

“Surrounded by spies” ჯგუფის რიგით მერვე ალბომში “Never Let Me Go” შევა, რომლის რელიზიც 2022 წლის 25 მარტსაა დაგეგმილი.