ემი უაინჰაუსის კაბები 4 მილიონ დოლარად გაიყიდა

184

ლეგენდარული მომღერლის, ემი უაინჰაუსის კაბები აუქციონზე გაიტანეს, რომელიც 4 მილიონ დოლარად გაიყიდა. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი კაბა ემის ბოლო კონცერტზე ეცვა. როგორც ირკვევა, აუქციონიდან შემოსულითანხა ემის მშობლების მიერ დაფუძნებულ ფონდში გადაირიცხება, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემური და ნარკოდამოკიდებული თინეიჯერების მხარდაჭერას.