John Lewis-მა, რომელიც ყოველწლიურად საშობაო რეკლამებს იღებს, ტრადიცია არც წელს დაარღვია და ახალი საახალწლო რეკლამა გადაიღო. წლევანდელი ვიდეორგოლის სახელწოდებაა: -„მოულოდნელი სტუმარი“. სიუჟეტი იმ ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდნილ უცხოპლანეტელს დაუმეგობრდება და საშობაო ტრადიციებს შეასწავლის. ორ წუთიან ვიდეორგოლში ამბავი სევდიანად მთარდება.