ლედი გაგა ერთდროულად ბრიტანული და იტალიური Vogue-ის გარეკანზეა

302

პოპულარული მომღერალი ლედი გაგა ერთდროულად ბრიტანული და იტალიური Vogue-ის გარეკანზე მოხვდა. ორივე ჟურნალის ფოტოებზე სტივენ მეიზელმა იმუშავა, თუმცა რაც შეეხება სამოსს, იტალიური ვოგისთვის ლედის პიერპაოლო პიჩოლის Valentino-სთვის შექმნილი ოტ კუტიური აცვია, ხოლო ბრიტანული ვოგის ყდაზე არტისტს დენიელ როუზბერის დიზაინი Schiaparelli-სთვის.