„Vogue Paris“ ნოემბრიდან ახალი სახელწოდებით გამოვა

145

მოდის ჟურნალ „Vogue Paris“-ის გარშემო ცვლილებები კვლავ გრძელდება. ცოტა ხნის წინ, ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ემანუელ ალტმა თანამდებობა დატოვა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ გამოცემის გარეკანზე „Vogue Paris“-ის ნაცვლად „Vogue France“ ეწერება. ამ ცვლილებას ჟურნალის ერთგული მკითხველი 4 ნოემბერს შეამჩნევს, როდესაც ახალი ნომერი დაიბეჭდება. ცნობისთვის, „Vogue Paris“ ერთადერთი გამოცემა იყო, რომლის გარეკანზეც ქვეყნის სახელწოდების ნაცვლად ქალაქის სახელი ეწერა.