29 ოქტომბერს, 19:00 საათზე ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, „ხალხური საღამოების“ დასკვნითი საღამო გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ: ანსამბლი ანჩისხატი, დიდგორი, სახიობა, ჩვენებურები, ძირიანი გორდელაძეების ოჯახი, თინა-ნარგილე მეჰთიევა, ნინო ნაყეური, ზურაბ მამუკელაშვილი.
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება COVID რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.