ისლანდიაში “ევროვიზიის” მუზეუმი გაიხსნა

285

“ევროვიზიის” სიმღერის კონკურსის მუზეუმი ისლანდიის ქალაქ ჰუასავიკში გაიხსნა. როგორც კონკურსის ოფიციალურ საიტზეა აღნიშნული, ექსპონატებს შორის სხვადასხვა რეკვიზიტებია.

“ეს კონკურსი მილიონობით ადამიანისთვის სიხარულის წყაროა. ვთვლით, რომ ძალიან გაგვიმართლა და მუდამ მადლიერები ვიქნებით, რომ მსგავსი რამ მოხდა”, – აცხადებს მუზეუმის დირექტორი ორლი ორლისონი.

მუზეუმი ოფიციალურად 2022 წელს გაიხსნება.