აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან – გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში

477

28 ოქტომბრიდან საქართველოში იტალიის საელჩო საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენას „აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან“.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იტალიელი ხელოვანების მიერ სხვადასხვა მედიასა და ტექნიკაში შესრულებული 38 ნამუშევარი. ესგახლავთ საერთაშორისო გამოფენა, რომელიც მოგზაურობს აბრეშუმის გზის გავლით, საბოლოოდ კი ჩინეთში დასრულდება.

გამოფენა გვთავაზობს ექსტრაორდინალური იტალიური თანამედროვე ხელოვნების ერთგვარ პანორამას 1960-იანი წლების ბოლოდან დღემდე. დამთვალიერებელი გაეცნობა იტალიური ავანგარდული ხელოვნების ისეთ ავტორებს როგორებიც არიან:კარლა აკარდი, ენრიკო ბეი, მარია ლაი, მიქელანჯელო პისტოლეტო, იანისკუნელისი, მიმო პალადინო, ეტორე სპალეტი, ჯულიო პაოლინი, ლუიჯი ონტანი, ემილიო ისგრო. ასევე, იტალიური ფოტოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენლებს: მიმო იოდიჩე, გაბრიელე ბაზილიკო, ნინო მილიორი.

გამოფენაზე წარმოდგენილხელოვანთა სრული სია: კარლა აკარდი, მარიზა ალბანეზე, იური ანკარანი, ფრანჩესკო არენა, ენრიკო ბაი, გაბრიელე ბაზილიკო, ბიანკო-ვალენტე,  ალიგიერო  ბოეტი,დიეგო ჩიბელი, ჯანი დესი, პამელა დიამანტე, ფლავიო ფაველი, ეუჯენიო ჯილიბერტი, პაოლო გრასინო, ემილიო ისგრო, მიმო იოდიჩე,  ფრანჩესკო იოდიჩე, ჯენის კოუნელის, მარია ლაი, ლუიჯი მაინოლფი, დომენიკო ანტონიო მანჩინი, უმბერტო მანცო, მასბედო, საბრინა მეძაკუი, მარცია მილიორა, ნინო მილიორი, ნუნციო, ლუიჯი ონტანი, მიმო პალადინო, ჯულიო პაოლინი, პერინო&ველე, მიქელანჯელო პისტოლეტო, ტამარა რეპეტო, პიეტრო რუფო, ეტორე სპალეტი,  The Cool Couple, ეუჯენიო ტიბალდი, ფაბიო ვიალე.

აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს საქართველოსა და იტალიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. 2017-2019 წლებში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკი სსაელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, თბილისის ორ მთავარ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელმა არაერთი საერთაშორისო მასშტაბის გამოფენა იხილა. 2021 წლის მთავარი კულტურული მოვლენა კი პომპეის საგანძურის გამოფენა გახლდათ ჯერ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, ახლა კი თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტს (IGAV) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და იმ ფართომასშტაბიანი კულტურული პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც “აბრეშუმის გზის” გასწვრივ მდებარე ევროპისა და აზიის ქვეყნებს უკავშირდება. თბილისში ამ ექსპოზიციის წარდგენა იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გამართული გამოფენებისა და, ასევე, გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაგრძელებაა. აქვე უნდა გავიხსენოთ გამოფენა “Evidence. A New State of Art”, რომელსაც 2018 წელს,დიმიტრიშევარდნაძისსახელობის ეროვნულმაგალერეამ უმასპინძლა.

გამოფენადამთვალიერებელს თბილისის ისტორიის მუზეუმში2021 წლის 28 ოქტომბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. № 8