ქართველი ფოტოგრაფი “სტენლი გრინის მემკვიდრეობის პრიზისა და სტიპენდიის” მფლობელი გახდა

425

ქართველი ფოტოგრაფი თაკო რობაქიძე “სტენლი გრინის მემკვიდრეობის პრიზისა და სტიპენდიის” მფლობელი გახდა.

ქართველი ფოტოგრაფის მიერ შესრულებული პროექტები პანკისის ხეობის მცხოვრებლებსა და მცოცავი ოკუპაციის შესახებ,საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. როგორც ჩანს ეს პროექტი მხოლოდ საქართველოს ფარგლებში არ დარჩენილა და უცხო ქვეყნებიც მოიარა. თაკო რობაქიძე სხვა ორ ფინალისტ კანდიდატს შორის ჟიურიმ გამოარჩია და ის „სტენლი გრინის მემკვიდრეობის პრიზისა და სტიპენდიის“ მფლობელი გახდა.