სლეშმა Guns N’ Roses-ში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა

212

როგორც ჯგუფ Guns N’ Roses–ის გიტარისტმა სლეშმა (სოლ ჰადსონი) განაცხადა, ამერიკულ ჰარდ–როკ ჯგუფს პრობლემები 2016 წლის გაერთიანების შემდეგ შეექმნა. ცოტა ხნის წინ გამოსული ორი სიმღერა, რომლებიც ახალ ალბომში უნდა შევიდეს, ახალი სულაც არაა და 2008 წელს იყო დაწერილი. მიუხედავად დაგეგმილი რელიზისა, ახალ მასალებზე მუშაობა ჯგუფს კვლავ არ დაუწყია.

“რაც შეეხება ჩვენს ახალ მუსიკას, ჩვენ ჯერ ვერ მივედით იმ მომენტამდე, რომ დავსხდეთ და რამე დავწეროთ. აქამდე უამრავი მასალა შევქმენით, რომელიც არ გამოქვეყნებულა”, – აცხადებს სლეში.