ადელი სახლში სელინ დიონის მიერ დაღეჭილ საღეჭ რეზინს ინახავს

291

ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა, ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სახლში სელინ დიონის მიერ დაღეჭილ საღეჭ რეზინს ინახავს.

“ჩემმა მეგობარმა ჯეიმს კორდენმა, რომელიც შოუს Carpool Karaoke იღებდა და სელინ დიონს მასპინძლობდა, იცოდა, რომ მე მისი ფანატი ვარ და აიძულა მუსიკოსი საღეჭი რეზინი ქაღალდში გაეხვია, შემდეგ კი მე მაჩუქა. ეს ისაა, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ”, – განაცხადა ადელმა.