Netflix-ის თანამშრომლებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

61

100 ადამიანი სტრიმინგ–სერვის Netflix-ის ოფისთან, ლოს–ანჯელესში შეიკრიბნენ, რათა კომიკოს დეივ შაპელის შოუ “The Closer” გაეპროტესტებინათ. კომიკოსმა ტრანსგენდერებზე უხამსად იხუმრა.

მიტინგში მონაწილეობდნენ თავად სერვისის თანამშრომლებიც. აღსანიშნავია, რომ მათგან არცერთმა დაასახელა თავისი თავი. მონაწილეებს ხელში ჰქონდათ პლაკატები Trans Live Matter და Team Trans. პროტესტის მონაწილეები Netflix-ს სტენდაპის ბიბლიოთეკიდან წაშლას სთხოვდნენ.