„მუსიკა შენს ფანჯრებთან“ – 24 ოქტომბერს აჟღერდება

304

24 ოქტომბერს „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით ბრუნდება. კონცეპტArt-ის მოძრავ ფესტივალს, რომელშიც 100-ზე მეტი ცნობილი არტისტია გაერთიანებული, ამჯერად, თბილისი მარიოტის ღია ეზო უმასპინძლებს, რა თქმა უნდა, ცქრიალა ღვინოსთან ერთად.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტის ბექა გოჩიაშვილის დაუვიწყარი კომპოზიციები ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად შესრულდება. საღამოს სპეციალური სტუმარი შეუდარებელი ნატალია ქუთათელაძე იქნება.

ორგანიზატორების ცნობით, დასწრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხართ სრულად ვაქცინირებული და მეორე აცრიდან 2 კვირაა გასული. ასევე, ბოლო 6 თვის მანძილზე გადაიტანეთ კოვიდი. სტუმრებს მოუწევთ ადგილზე წარადგინონ, 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ მოწმობა.