BBC-იმ 21-ე საუკუნის საკეთესო სერიალები დაასახელა

341

„BBC-იმ“ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა. პირველ სამეულში შემდეგი ფილმები მოხვდნენ: პირველ ადგილზე HBO-ის მიერ შექმნილი ამერიკული კრიმინალური დრამა, „მოსმენა“ გავიდა. გარდა ამისა, ხსენებულმა პროექტმა „საუკუნის სერიალის“ ტიტულც მოიპოვა. მეორე ადგილი „შეშლილებმა“ დაიკავა, მესამე პოზიცია კი კრიმინალურმა დრამამ „მძიმე დანაშაულმა“.

რაც შეეხება, საუკუნის სერიალების ათეულს, ის ასე გამოიყურება:

1. „მოსმენა“ (The Wire);

2. „შეშლილები“ (Mad Men);

3. „მძიმე დანაშაული“ (Breaking Bad);

4. „ფლიბეგი“ (Fleabag);

5. „სამეფო კარის თამაშები“ (Game of Thrones);

6. „მე შემიძლია გაგანადგურო“ (I May Destroy You);

7. „მიტოვებულები“ (The Leftovers);

8. „ამერიკელები“ (The Americans);

9. „ოფისი“ (The Office);

10. „მემკვიდრეობა“ (Succession).