სელინ დიონმა კონცერტები გააუქმა

277

კანადელმა პოპ–მომღერალმა სელინ დიონმა 2021–2022 წელს დაგეგმილი კონცერტები “სამედიცინო მიზეზებით” გააუქმა.

“ჩემი გუნდი და მე ახალ შოუზე ბოლო რვა თვის განმავლობაში ვმუშაობდით და ის, რომ ნოემბერში ტურს ვერ დაიწყებ, ჩემთვის ძალიან საწყენია. ახლა უნდა გამოვჯანმრთელდე. მინდა ეს რაც შეიძლება სწრაფად გადავიტანო”, – წერს მუსიკოსი.

აღსანიშნავია, რომ ბილეთებში გადახდილი თანხა მსმენელს დაუბრუნდება.