გვენ სტეფანის ნიშნობის კადრები გავრცელდა

174

უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც გვენ სტეფანისა და ბლეიკ შელტონის დაოჯახების ამბავი გავრცელდა, მაგრამ ვარსკვლავური წყვილის ბედნიერი დღის შესახებ აქამდე მხოლოდ მონათხრობი მოგვისმენია. ამ დღის შესახებ არც ვიდეო და არც ფორო მასალა ყოფილა სადმე გამოქვეყნებული.

გვენმა ამჯერად მიმდევრებს ნიშნობის დღის ამსახველი, აქამდე უცნობი ვიდეო და ფოტო მასალა საკუთარი Instagram გვერდის საშუალებით გაუზიარა. სტეფანის გაზიარებულ ვიდეოებსა და ფოტოში ხელის თხოვნის მომენტია ასახული. ბლეიკმა მეორე ნახევარს ცოლობა ოკლაჰომაში, საკუთარ რანჩოზე სთხოვა, სადაც მოგვიანებით წყვილის ქორწილიც გაიმართა. წყვილმა წელს, 3 ივლისს, ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების წრეში იქორწინა.

წყვილმა ჯვარი სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ საკურთხეველში დაიწერა, სადაც გვენის გვერდით მისი სამი ვაჟი – 15 წლის კინგსტონი, 13 წლის ზუმა და 7 წლის აპოლოც იდგნენ.

No description available.
No description available.
No description available.