Spotify-ის რეკორდი ადელის ახალმა სიმღერამ მოხსნა

154

როგორც იცით, ბრიტანელი მომღერალი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სიმღერით Easy On Me დაგვიბრუნდა. სწორედ ამ სიმღერამ მოხსნა დღიური რეკორდი Spotify-ზე. ადელის ახალ სიმღერას 24 საათის განმავლობაში 24-მა მილიონმა ადამიანმა მოუსმინა, რითაც სამხრეთკორეული ჯგუფის BTS-ის სიმღერა Butter უკან ჩამოიტოვა.

როგორც თავად მომღერალი ინტერვიუებში ამბობს, ეს ალბომი საკუთარ ქმართან განქორწინებას მიუძღვნა, წყვილს შორის განქორწინების პროცესი მარტში დასრულდა, იმის მიუხედავად, რომ ისინი ორი წელია დაშორებულები არიან. მომღერალმა Vogue-ს განუცხადა, რომ ალბომი მისი მხრიდან ცხრა წლის შვილისთვის განქორწინების ახსნის მცდელობაა, რასაც გაზრდის შემდეგ გაიგებს.

“ის ბევრ მარტივ კითხვას მისვამს, რაზეც პასუხი არ მაქვს”, — ამბობს მომღერალი შვილის შესახებ.

“ის ხშირად მეკითხება, თუ რატომ აღარ მიყვარს მისი მამა, თუმცა 9 წლის ბავშვისთვის იმის ახსნას აზრი არ აქვს, რომ მამა ისევ მიყვარს, მაგრამ მასზე შეყვარებული აღარ ვარ”, — დასძინა ადელმა.