Coldplay ეკოლოგიურ საკონცერტო ტურს აანონსებს

402

ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay ახალი მსოფლიო ტურნე დააანონსა, რომელიც ეკოლოგიას გაუფრთხილდება. მუსიკოსებმა გადაწყვიტეს წინა წლებთან შედარებით, საკუთარი კონცერტებისგან დატოვებული ნახშირბადის კვალი შეამცირონ.

ეკოლოგიური საკონცერტო ტური მოიცავს სპეციალურ კინტიკურ იატაკს, მზის პანელებს, ალტერნატიულ წყაროებზე მომუშავე აპარატურას, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან აშენებულ სცენას, რეისების მინიმალურ რიცხვს და ა.შ.

ასევე, ყოველი გაყიდული ბილეთიდან შემოსული თანხა ხის დარგვას მოხმარდება.

“პლანეტა კლიმატურ კრიზისშია. ამიტომაც ორი წელი გავდიოდით კონსულტაციებს გარემოს დაცვის ექსპერტებთან, რათა ეს ტური მაქსიმალუირად ეკოლოგიური გამოსულიყო”, – აცხადებენ ჯგუფში.

ტური 2022 წლის 18 მარტს კოსტა–რიკაში დაიწყება