მიკ ჯაგერი ოპერაციის შემდეგ ტურნეს გამართავს

307

ბრიტანული როკ-ჯგუფის The Rolling Stones-ის სოლისტი მიკ ჯაგერი გულის ოპერაციის შემდეგ აშშ-სა და კანადაში ტურნეს ჩასატარებლად ემზადება.

მომღერალმა კანადის რადიოარხ Q107 -სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობს და გაზარდა ფიზიკური დატვირთვა. მისივე თქმით ჯგუფი ახალ სიმღერებს წერს. გარდა ამისა გადახედავს არქივს და ძველ კომპოზიციებს, რომლებიც კარგახანია არ შეუსრულებიათ და მათ ახალი ინტერპრეტაციით წარმოადგენენ.

მიკ ჯაგერმა 2019 წლის აპრილში გულის ოპერაცია გაიკეთა. 75 წლის მუსიკოსი ნიუ-იორკის საავადმყოფოში გადიოდა რეაბილიტაციას.