ადელის ახალი კლიპი 16 მილიონმა ადამიანმა ნახა

373

ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა ახალი სინგლი Easy On Me და მასზე კლიპი გამოაქვეყნა. კომპოზიცია პროდიუსერ გრეგ კერსტინთან თანამშრომლობით შეიქმნა.

კლიპმა გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში 16 მილიონი ნახვა და 1,5 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.