The Beatles-ის შესახებ დოკუმენტური ფილმის თრეილერი გავრცელდა

393

Walt Disney Studios ლეგენადარული ბრიტანული ჯგუფის The Beatles-ის შესახებ დოკუმენტური ფილმის პირველ თრეილერს აქვეყნებს.

პროექტის The Beatles: Get Back რეჟისორი პიტერ ჯექსონია, რომელიც პირველი ადამიანია, ვისაც ჯგუფის კერძო არქივებში მუშაობის ნება დართეს.

ფილმის შექმნაში მონაწილეობა პოლ მაკ–კარტნიმ, რინგო სტარმა, იოკო ონომ და ოლივია ჰარისონმა მიიღეს.

დოკუმენტური ფილმი სამ ეპიზოდად გაიყოფა და პრემიერა 2021 წლის 25 ნოემბერს Disney Plus-ზე გაიმართება.