17 წლის ძალოსანი ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია

41

საქართველოს ქალ ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრი, 17 წლის ნათია გადელია საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, საუდის არაბეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ზუგდიდელმა ნათია გადელიამ სამი მედალი მოიპოვა (81 კგ.) ატაცში 85/88/91 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოპოვა.

ქართველმა ახალგაზრდამ აკვრაში 108/113/117კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი არავის დაუთმო, მან ჩემპიონობა ასევე ორჭიდის ჯამში იზეიმა – მისი შედეგი 208 კგ-ია.

ნათიამ საქართველოს რეკორდის გაუმჯობესება ატაცსა და ორჭიდში 4-4 კილოგრამით შეძლო.